ბრენდი
სამუშაოს დასახელება
შეკვეთების დამუშავების ჯგუფის თანამშრომელი
ვაკანსიის აღწერა
კომპანია ზუმერი აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების დამუშავების ჯგუფის თანამშრომლის პოზიციაზე:
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (წერეთლის #1)
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (5 დღე კვირაში; დასვენების დღეები: ორშაბათი და სამშაბათი)
ჩვენ გთავაზობთ:
- ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო და საბონუსე სისტემას;
- ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
- სამუშაო გარემოს, სადაც გექნებათ საშუალება განახორციელოთ თქვენი იდეები;
- კორპორატიულ ბენეფიტებს (დაზღვევა, ფიტპასი და სხვა)
ძირითადი მოვალეობები:
- გაყიდვებისთვის ყოველდღიურად შემოსული შეკვეთების დამუშავება;
- პროდუქციის შეფუთვა სტანდარტის/ინსტრუქციის შესაბამისად;
- გასაგზავნად მომზადებული შეკვეთის კურიერისთვის გადაცემა.
- ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და ორგანიზებულ ადამიანებს, რომელთაც სურვილი აქვთ სწავლისა და განვითარების, გამოცდილება აუცილებელი არ არის, ჩვენ გასწავლით;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
პიროვნული მახასიათებლები:
ყურადღებიანი
დეტალებზე ორიენტირებული
პუნქტუალური
დისციპლინირებული
ენერგიული
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
წარმატებას გისურვებთ!