ბრენდი
სამუშაოს დასახელება
პროგრამული მომსახურების კონსულტანტი ქუთაისში
ვაკანსიის აღწერა
კომპანია ზუმერი აცხადებს ვაკანსიას ფილიალში პროგრამული მომსახურების კონსულტანტის პოზიციაზე:
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისში
ზუმერი გთავაზობთ:
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე (სურვილის შესაბამისად, შესაძლებელია დასვენების 2 დღის შეთანხმება)
- მაღალ და ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას, 1000-1700 ლარს.
- კარიერული წინსვლისა და რეალური დაწინაურების შესაძლებლობას.
- სტუდენტებისთვის სწავლის სრული დაფინანსების შესაძლებლობას;
- წლის ბოლოს, ფილიალებში ყველაზე კარგი შედეგების მქონე თანამშრომლების ევროპაში მოგზაურობას, კომპანიის სრული დაფინანსებით.
- ციფრული ტექნიკისა და გაყიდვების კომპლექსურ სწავლებას, როგორც შიდა ტრენერების, ასევე მოწვეული ტრენერების ტრენინგების საშუალებით.
- მრავალფეროვან წახალისების სისტემას;
- დამატებით ბონუსებს, როგორც ყოველთვიურად, ასევე სამ თვეში ერთხელ;
- სხვა და სხვა კორპორატიულ აქტივობებს: სპორტულ და გასართობ აქტივობებს, ინტერექტუალურ თამაშებს, მოწვეულ სპიკერებს აქტუალური თემების გათვალისწინებით და ა.შ.
- ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით.
- სხვა და სხვა ტრენინგებსა და კურსებს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
ძირითადი მოთხოვნები:
- ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და ორგანიზებულ ადამიანებს;
- ციფრული ტექნიკის ცოდნა სასურველია;
- მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება სასურველია;
- მნიშვნელოვანია გამართული პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე;
- ორგანიზებულობა დაპასუხისმგებლობის გრძნობა აუცილებელია.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის მიერ შეძენილი პროგრამული მომსახურების შესაბამისად სრულყოფილი სერვისის გაწევა;
- მომხმარებელისთვის ინფორმაციის გაზიარება შესრულებული სამუშაოს შესახებ;
- მომხმარებლების პერსონალური მონაცემების შესახებ უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
- კომპანიაში არსებული პროდუქცის სრული ასორტიმენტის დეტალური და სრულყოფილი ცოდნა;
- კომპანიის სტანდარტებისა და კომპენტეციის გათვალისწინებით მომხმარებლთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება;
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება სამი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
წარმატებას გისურვებთ!