ბრენდი

ორკინი

სამუშაოს დასახელება

ბექ ოფისის ადმინისტრატორი

საბოლოო თარიღი
19 ივნ. 2024
ქალაქი
თბილისი
ენა
ქართული English
გამოცდილება
1 წელზე ნაკლები
განათლება
ბაკალავრი
განაკვეთი
სრული განაკვეთი
ტიპი
საოფისე

ვაკანსიის აღწერა

ორკინი საქართველო გეპატიჟებათ ახალი კარიერის გზაზე კომერციული მომსახურების, სანიტარიისა და სურსათის უვნებლობის ინდუსტრიაში.

ორკინი საქართველო (შპს სამომხმარებლო მომსახურება) წარმოადგენს წამყვან მულტინაციონალურ ჯგუფს Orkin International-ს, რომელიც მსოფლიოს 80 ქვეყანაში ემსახურება სასტუმროებს, საწარმოებს და სხვა ბიზნესებს, მავნებლის პრევენციის და კონტროლის მიმართულებით (დერატიზაცია-დეზინსექცია-დეზინფექცია და დაკავშირებული სხვა სპეციალიზირებული მომსახურება).

https://www.orkinglobal.com/

www.orkin.com

www.orkin.ge

პირობები და სხვა დეტალები:

  • გრაფიკი: სრული, სტანდარტული განაკვეთი
  • ანაზღაურება/პირობები: გასაუბრებისას მოლაპარაკებით (წინასწარ არ არის განსაზღვრული)
  • ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს კორპორატიული ნომრით, ინტერნეტითა და დაზღვევის პროგრამით.

შექმენით ან განაახლეთ რეზიუმე და გამოცდილება გლობალურ ბრენდებთან და გამოცდილ ინვესტორებთან თანამშრომლობით

აღწერილობა და პასუხისმგებლობები:

  • RS.GE ყოველდღიურ რეჟიმში ზედნადებების ატვირთვა;
  • გამონაკლისი დამკვეთებისთვის მიმდინარე თვის მომსახურების ანგარიშ-ფაქტურის მომზადება და ატვირთვა; საჭიროების მიხედვით ინვოისის ხელით გენერირება და იმეილზე გაგზავნა;
  • დაუდასტურებელი და უარყოფილი ანგარიშ-ფაქტურების კონტროლი;
  • დავალიანების მქონდე დებიტორების კონტროლი (ზარი, სმს, ინვოისი, ა/ფ, შედარება, ბარათის გავლა, დებიტორების ექსელში მუშაობა);
  • კომპანიის ტელეფონზე შემომავალი დებიტორებთან დაკავშირებული ზარების კონტროლი;
  • ბუღალტერიისგან ავანსებზე ინფორმაციის მიღება შემოწმება და დამკვეთებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • ყოველდღიურად კომპანიის და ბუღალტრულ პროგრამაში მუშაობა;
  • აღწერების პროცესში მონაწილეობა და კონტროლი;
  • მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების წარმოება და კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • MS Office-ის პროგრამების: Word, PowerPoint, Outlook-ის საბაზისო ცოდნა;
  • სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო მუშაობის გამოცდილება დამწყებ დონეზე;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია!

  • ინტერესი და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია;
  • პედანტი უნდა იყოს, ყურადღებიანი და ორგანიზებული საბუთებთან, ადამიანებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
  • უნდა შეეძლოს კოლეგებთან კოლექტიური მუშაობა, გაუმკლავდეს ძალაუნებურად წარმოშობილ კონფლიქტებს და იყოს ორგანიზაციის და ბრენდის გულშემატკივარი;
  • უნდა აკონტროლოს საკუთარი დღის წესრიგი და დისციპლინით მოექცეს მიმდინარე ამოცანებს;
  • კანდიდატი სასურველია, იმედითა და ინტერესით უყურებდეს ცხოვრებას, უნდა აინტერესებდეს მომსახურების სფერო და ადამიანებთან ურთიერთობა.
  • საჭიროა რომ ახალ დარგს და ახალ ტექნიკურ სპეციალობას აუღოს ალღო, უნდოდეს რომ მოისმინოს, გააუმჯობესოს და ისწავლოს დღითი დღე.
  • კანდიდატს უნდა შეეძლოს სამართლიანი შენიშვნის მიღება, სამართლიანი საყვედურის მოსმენა და შემდეგ ნამუშევრის გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისად;
  • აუცილებალია, რომ კანდიდატს ჰქონდეს ინიციატივა, გააჩნდეს დროის განცდის უნარი და ჰქონდეს სურვილი, რომ არ მოცდეს სამუშაო დროის განმავლობაში;
  • მუდმივად ეცადოს გახდეს უფრო ორგანიზებული. არ დაიზაროს დეტალებში ჩაძიება და რუტინასთან გამკლავება.