ბრენდი
Fabrika
სამუშაოს დასახელება
რეგისტრატორი
საბოლოო თარიღი
31 ოქტ. 2026
მისამართი
თბილისი , თბილისი, ეგნატე ნინოშვილის #8 მისამართი
თბილისი , თბილისი, ეგნატე ნინოშვილის #8 ენა
English (A1) | ქართული (A1) განაკვეთი
სრული განაკვეთი
ვაკანსიის აღწერა
ძირითადი მოვალეობები:
- შეინარჩუნოს თავაზიანი, მეგობრული და პროფესიონალური დამოკიდებულება როგორც სტუმრებთან, ისე თანამშრომლებთან, რაც ხელს უწყობს დადებითი ატმოსფეროს შექმნას და სტუმრის კმაყოფილების ზრდას;
- ყოველ დილით გადაამოწმოს სტუმრების ჩამოსვლის სია, გაითვალისწინოს მათი ინდივიდუალური მოთხოვნები და უზრუნველყოს მათი დაკმაყოფილება სასტუმროს შესაძლებლობების ფარგლებში;
- ცვლის დაწყებისას შეამოწმოს სასტუმროს პროგრამაში დატოვებული ბოლო განახლებები, რათა ფლობდეს ყველა საჭირო ინფორმაციას დღიური ოპერაციების შეუფერხებლად წარმართვისთვის;
- გადაამოწმოს ოთახების სტატუსები (დასუფთავებული/დასასუფთავებელი) და საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს ინფორმაციის გადაცემა შესაბამისი სამსახურისთვის;
- დაამყაროს სტუმრებთან სწრაფი და ეფექტური კომუნიკაცია , მეილზე, whatsapp-ზე და სახვა ყველა საკომუნიკაციო პლატფორმაზე;
- ფლობდეს ინფორმაციას ნომრების ფასებზე, ტიპებზე და სასტუმროს კვების ობიექტების სამუშაო საათებზე;
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- გამართული მეტყველება ქართულ და ინგლისურ ენაზე;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
- ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას;
- მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.