ბრენდი

სითიქომი

სამუშაოს დასახელება

ქოლ-ცენტრის ოპერატორი, ბათუმი

საბოლოო თარიღი
20 სექ. 2026
მისამართი
ბათუმი , ქ. ბათუმი, გ. ბრწყინვალეს 42 ა
მისამართი
ბათუმი , ქ. ბათუმი, გ. ბრწყინვალეს 42 ა
განაკვეთი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე

ვაკანსიის აღწერა

კომპანია "სითიქომი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე ბათუმში.

კომპანია უზრუნველყოფს სრულყოფილ თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს სამუშაო პროცესში ეფექტურად ჩართვისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

  • შემოსული ზარების მიღება, დამუშავება და მომხმარებლებისთვის მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევა;
  • მომხმარებელთა უკმაყოფილების/საჩივრების მართვა კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად და პრობლემების დროული მოგვარება;
  • ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება, შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია და ოპერატიული რეაგირება;
  • საჭიროებისამებრ, გამავალი ზარების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება ქოლ-ცენტრში ან/და მომსახურების სფეროში (ჩაითვლება უპირატესობად);
  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • მომსახურების მაღალ ხარისხსა და კლიენტზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ყურადღებიანობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სამუშაო პროცესის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:

  • ანაზღაურება: 1000 ლარამდე (ფიქსირებული + ბონუსი);
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში არაუმეტეს 40 საათისა (ძირითადად ნაკლები);
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • საჭიროების შემთხვევაში (არა სისტემატურად), დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა.