ბრენდი
სითიქომი
სამუშაოს დასახელება
ქოლ-ცენტრის ოპერატორი, ბათუმი
საბოლოო თარიღი
20 სექ. 2026
მისამართი
ბათუმი , ქ. ბათუმი, გ. ბრწყინვალეს 42 ა მისამართი
ბათუმი , ქ. ბათუმი, გ. ბრწყინვალეს 42 ა განაკვეთი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
ვაკანსიის აღწერა
კომპანია "სითიქომი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე ბათუმში.
კომპანია უზრუნველყოფს სრულყოფილ თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს სამუშაო პროცესში ეფექტურად ჩართვისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
- შემოსული ზარების მიღება, დამუშავება და მომხმარებლებისთვის მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევა;
- მომხმარებელთა უკმაყოფილების/საჩივრების მართვა კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად და პრობლემების დროული მოგვარება;
- ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება, შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია და ოპერატიული რეაგირება;
- საჭიროებისამებრ, გამავალი ზარების განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება ქოლ-ცენტრში ან/და მომსახურების სფეროში (ჩაითვლება უპირატესობად);
- გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
- ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- მომსახურების მაღალ ხარისხსა და კლიენტზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ყურადღებიანობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სამუშაო პროცესის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
- ანაზღაურება: 1000 ლარამდე (ფიქსირებული + ბონუსი);
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში არაუმეტეს 40 საათისა (ძირითადად ნაკლები);
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- საჭიროების შემთხვევაში (არა სისტემატურად), დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა.