ბრენდი

ავერსი

სამუშაოს დასახელება

სამედიცინო წარმომადგენელი (საჩხერე/ჭიათურა)

საბოლოო თარიღი
10 დეკ. 2026
ენა
English (B1) | Русский (B1)
გამოცდილება
გამოცდილება სასურველია
განათლება
ბაკალავრი
განაკვეთი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საველე

ვაკანსიის აღწერა

შპს „ავერსი-ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში.

ძირითადი მოვალეობები

  • სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება;
  • ექიმებისა და ფარმაცევტებისთვის კომპანიის პროდუქციის წარდგენა და მის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • ექიმებსა და ფარმაცევტებთან გრძელვადიანი პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება და შედეგების ანალიზი;
  • ბაზრის ტენდენციებზე დაკვირვება და მიღებული უკუკავშირის ხელმძღვანელობისთვის გაზიარება.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება მედიცინის, მათ შორის სამკურნალო საქმის ან პედიატრიის, ან ფარმაციის მიმართულებით;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
  • გაყიდვების შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და ინიციატივიანობა

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ ანაზღაურებას – 2000 ლარი (ხელზე ასაღები), ფიქსირებული ნაწილი + ბონუსი;
  • ზრდად ბონუსს, რომელიც ყოველ 3 თვეში იზრდება და პირდაპირ არის დაკავშირებული თქვენს სამუშაო შედეგებთან;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

  • სტაბილურ და მზარდ ანაზღაურებას - 2000 ლარი (net) (ფიქსირებული + ბონუსი);
  • ბონუსების სისტემას, რომელიც ზრდადია და პირდაპირ უკავშირდება თქვენს შედეგებს;
  • პროფესიულ განვითარებასა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: 09:00 – 18:00
  • სამუშაო დღეები: ორშაბათი – პარასკევი


განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 10.12.2026 წელი.

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1532); 5 77 399 829


შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.