ბრენდი
სამუშაოს დასახელება
არამედიკამენტების პროდუქტებისა და ბრენდების ტრენერი
ვაკანსიის აღწერა
შპს „ავერსი-ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას არამედიკამენტების პროდუქტებისა და ბრენდების ტრენერის პოზიციაზე.
ტრენერი მოამზადებს სასწავლო მასალებს და სააფთიაქო ქსელის თანამშრომლებს, გაყიდვების გუნდსა და პრაქტიკოს ექიმებს გააცნობს კომპანიის პორტფელში წარმოდგენილ პროდუქტებსა და ბრენდებს.
ძირითადი მოვალეობები
- არამედიკამენტების პროდუქტებისა და ბრენდების შესახებ სასწავლო მასალების მომზადება და განახლება;
- კონსულტანტებისთვის, ფარმაცევტებისა და გაყიდვების გუნდისთვის ტრენინგების ჩატარება.
- პრაქტიკოსი ექიმებისთვის სამედიცინო მოწყობილობების შესახებ ტრენინგებისა და პრეზენტაციების ჩატარება, მათ შორის, უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) პროგრამის ფარგლებში.
- ტრენინგების ეფექტურობის შეფასება და ანგარიშების მომზადება.
- მომწოდებლებთან და კომპანიის არასამედიკამენტო მიმართულების სწავლების მენეჯერებთან თანამშრომლობა პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად, დასაზუსტებლად და სასწავლო მასალებში ასასახად.
- მონაწილეთა უკუკავშირის გაანალიზება, ტრენინგების ეფექტურობის შეფასება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები
- უმაღლესი სამედიცინო განათლება.
- გაყიდვების, მარკეტინგის ან სწავლების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
- ტრენინგების ჩატარების გამოცდილება და საპრეზენტაციო უნარები.
- სამედიცინო და ტექნიკური ინფორმაციის სხვადასხვა აუდიტორიისთვის გასაგებად გადმოცემის უნარი.
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე; სასურველია რუსული ენის ცოდნა B1 დონეზე.
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა.
- ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- ინიციატივიანობა, შემოქმედებითი აზროვნება, პოზიტიური დამოკიდებულება და შედეგზე ორიენტაცია.
- სასურველია საკუთარი მსუბუქი ავტომობილის ფლობა.
სამუშაო გრაფიკი და პირობები
- 5-დღიანი სამუშაო კვირა. განრიგის მიხედვით, ამ ხუთ დღეში შესაძლოა შედიოდეს შაბათი, კვირა ან ორივე დღე.
- პოზიცია ითვალისწინებს საქართველოს რეგიონებში მივლინებებს.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 10.12.2026 წელი.
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1532); 5 77 399 829
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.