ავერსი
ფარმაცევტი
შპს „ავერსი ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე
ვაკანსია: ქ. თბილისი და საქართველოს რეგიონები
🎁 1000-ლარიანი გადმოსვლის ბონუსი (თუ სხვა სააფთიაქო ქსელიდან გვიერთდებით)
„ავერსი“ უკვე 30 წელზე მეტია საქართველოს მოსახლეობას ხარისხიან ფარმაცევტულ მომსახურებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის თანამედროვე სტანდარტებს სთავაზობს. ჩვენი წარმატების საფუძველი პროფესიონალი გუნდი, მომხმარებელზე ზრუნვა და თანამშრომლების უწყვეტი განვითარებაა.
რატომ „ავერსი“?
„ავერსში“ ფარმაცევტი მომხმარებლისთვის სანდო პროფესიონალია, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომლის პროფესიული და პიროვნული განვითარება. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ გარემოს, სადაც შეძლებთ ცოდნის გაღრმავებას, პრაქტიკული გამოცდილების მიღებას, თანამედროვე სასწავლო პროგრამებში მონაწილეობასა და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობებს.
ჩვენ გთავაზობთ
- 1000-ლარიან გადმოსვლის ბონუსს, თუ სხვა სააფთიაქო ქსელიდან გვიერთდებით;
- ინდივიდუალურად თქვენზე მორგებულ სამუშაო პირობებს;
- 5-დღიან სამუშაო კვირას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას (ფიქსირებული ხელფასი და ბონუსური სისტემა);
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- FitPass-ის კორპორატიული პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობას;
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- თანამედროვე სასწავლო პროგრამებსა და პრაქტიკულ ტრენინგებს;
- გამოცდილ მენტორთა მხარდაჭერას ადაპტაციის პერიოდში.
ძირითადი პასუხისმგებლობები
- მომხმარებლის პროფესიული კონსულტირება მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის შესახებ;
- მედიკამენტების სწორად გაცემა და რეცეპტების ფარმაცევტული შეფასება;
- პროდუქციის სწორად განთავსება და სააფთიაქო სტანდარტების დაცვა;
- მარაგების კონტროლსა და შიდა პროცესებში მონაწილეობა;
- პროფესიული ცოდნის მუდმივი განახლება ტრენინგებსა და სასწავლო პროგრამებში მონაწილეობით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ფარმაცევტული ან სამედიცინო განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
- მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა; ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ოპერატიულობა და ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
თუ გსურთ გახდეთ ძლიერი და პროფესიონალი გუნდის წევრი, იმუშაოთ სტაბილურ გარემოში და ყოველდღიურად იზრუნოთ ადამიანების ჯანმრთელობაზე, შემოუერთდით „ავერსი ფარმას“ გუნდს!
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 17.12.2026 წელი.
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1436); 555 554 083 / 577 399 837
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

ვებგვერდის კონტენტ მენეჯერი
კომპანია „ავერსი“ აცხადებს ვაკანსიას ვებგვერდის კონტენტ მენეჯერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ვებგვერდის ყოველდღიური მართვა და ადმინისტრირება;
- ვებგვერდზე სიახლეების, სტატიების, პროდუქტებისა და სხვა კონტენტის განთავსება და განახლება;
- ვებგვერდის სტრუქტურისა და განთავსებული ინფორმაციის მოწესრიგება;
- საკვანძო სიტყვების კვლევა, შერჩევა და კონტენტში გამოყენება SEO პრინციპების გათვალისწინებით;
- ვებგვერდის ტრაფიკის, საძიებო სისტემებში პოზიციებისა და ორგანული ძიების შედეგების მონიტორინგი;
- ვებგვერდის გამართულობის მონიტორინგი და ტექნიკური ხარვეზების აღმოსაფხვრელად შესაბამის სპეციალისტებთან თანამშრომლობა;
- ვებგვერდის განვითარებისა და გაუმჯობესების პროცესში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ვებგვერდის მართვისა და ადმინისტრირების გამოცდილება;
- კონტენტის მართვის სისტემებთან (CMS) მუშაობის გამოცდილება;
- SEO-ს საბაზისო პრინციპების ცოდნა;
- Google Analytics 4-სა და Google Search Console-თან მუშაობის ცოდნა;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა და გამართული წერითი კომუნიკაციის უნარი.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 07.12.2026 წელი.
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1532); 5 77 399 829
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

სამედიცინო წარმომადგენელი ქ. თბილისში
შპს "ავერსი–ფარმა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე ქ. თბილისში
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება(სამკურნალო, ფარმაცევტული, პედიატრიის ან მედიცინის ფაკულტეტი);
- სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
- მოლაპარაკებების წარმოებისა და გავლენის მოხდენის უნარი;
- შედეგზე და გაყიდვებზე ორიენტირებული აზროვნება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და ინიციატივიანობა.
სამუშაო მოვალეობები:
- კომპანიის პროდუქციის აქტიური პრომოცია და გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული ინფორმაციული მარკეტინგი;
- ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებში;
- გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება ექიმებსა და ფარმაცევტებთან;
- გაყიდვების გეგმების შესრულება და შედეგების ანალიზი;
- ბაზრის ტენდენციების დაკვირვება და უკუკავშირის მიწოდება ხელმძღვანელობისთვის.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და მზარდ ანაზღაურებას - 2000 ლარი (net) (ფიქსირებული + ბონუსი);
- ზრდად ბონუსს, რომელიც ყოველ 3 თვეში იზრდება და პირდაპირ არის დაკავშირებული თქვენს სამუშაო შედეგებთან;
- პროფესიულ განვითარებასა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: 09:00 – 18:00
- სამუშაო დღეები: ორშაბათი – პარასკევი
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 20.11.2026 წელი.
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1566); 5 97 002 987
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

სამედიცინო მარკეტინგის ჯგუფის ხელმძღვანელი სტომატოლოგიის მიმართულებით (არამედიკამენტების დეპარტამენტი)
შპს „ავერსი-ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:
სამედიცინო მარკეტინგის ჯგუფის ხელმძღვანელი სტომატოლოგიის მიმართულებით (არამედიკამენტების დეპარტამენტი)
თუ გაქვთ სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობისა და გუნდის მართვის გამოცდილება, გსურთ სტრატეგიული პროექტების მართვა და სტომატოლოგიური მიმართულების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება, გიწვევთ შემოუერთდეთ „ავერსი-ფარმას“ გუნდს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- სტომატოლოგიის მიმართულებით სამედიცინო მარკეტინგის ჯგუფის საქმიანობის დაგეგმვა, მართვა და განვითარების უზრუნველყოფა;
- ჯგუფის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და შესრულების კოორდინაცია;
- სტომატოლოგიის მიმართულებით ბრენდის ცნობადობისა და ბაზარზე პოზიციონირების ხელშეწყობა.
- ახალი სტომატოლოგიური კლინიკებისა და სხვა სამედიცინო დაწესებულებების მოძიება, პარტნიორული ურთიერთობების განვითარება და თანამშრომლობის გაფართოება;
- სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებების წარმოება, ხელშეკრულებების გაფორმებისა და შესრულების პროცესის კოორდინაცია;
- რეკომენდაციების პროცესისა და აფთიაქებში დაფიქსირებული რეცეპტების მონაცემების ანალიზი, შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და შედეგების შეფასება;
- დაქვემდებარებული მენეჯერების საქმიანობის მართვა, მიზნების განსაზღვრა, შედეგების შეფასება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
- მარკეტინგულ გუნდთან და მომწოდებლებთან თანამშრომლობით სარეკლამო, საგანმანათლებლო და პროფესიული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
- საქმიანობის შედეგების ანალიზი, ანგარიშგების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება სამედიცინო ან მონათესავე მიმართულებით;
- სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება;
- გუნდის მართვის გამოცდილება;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონის ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint).
- ლიდერული და გუნდის მართვის უნარი;
- მოლაპარაკებებისა და პარტნიორული ურთიერთობების ეფექტურად მართვის უნარი;
- სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება; მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- დაგეგმვის, ორგანიზებისა და პრიორიტეტების მართვის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ინიციატივიანობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 7.12.2026 წელი.
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 5 77 399 829
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.

ფარმაცევტი
შპს „ავერსი ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე
ვაკანსია: ქ. თბილისი და საქართველოს რეგიონები
🎁 1000-ლარიანი გადმოსვლის ბონუსი (თუ სხვა სააფთიაქო ქსელიდან გვიერთდებით)
„ავერსი“ უკვე 30 წელზე მეტია საქართველოს მოსახლეობას ხარისხიან ფარმაცევტულ მომსახურებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის თანამედროვე სტანდარტებს სთავაზობს. ჩვენი წარმატების საფუძველი პროფესიონალი გუნდი, მომხმარებელზე ზრუნვა და თანამშრომლების უწყვეტი განვითარებაა.
რატომ „ავერსი“?
„ავერსში“ ფარმაცევტი მომხმარებლისთვის სანდო პროფესიონალია, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომლის პროფესიული და პიროვნული განვითარება. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ გარემოს, სადაც შეძლებთ ცოდნის გაღრმავებას, პრაქტიკული გამოცდილების მიღებას, თანამედროვე სასწავლო პროგრამებში მონაწილეობასა და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობებს.
ჩვენ გთავაზობთ
- 1000-ლარიან გადმოსვლის ბონუსს, თუ სხვა სააფთიაქო ქსელიდან გვიერთდებით;
- ინდივიდუალურად თქვენზე მორგებულ სამუშაო პირობებს;
- 5-დღიან სამუშაო კვირას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას (ფიქსირებული ხელფასი და ბონუსური სისტემა);
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- FitPass-ის კორპორატიული პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობას;
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- თანამედროვე სასწავლო პროგრამებსა და პრაქტიკულ ტრენინგებს;
- გამოცდილ მენტორთა მხარდაჭერას ადაპტაციის პერიოდში.
ძირითადი პასუხისმგებლობები
- მომხმარებლის პროფესიული კონსულტირება მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის შესახებ;
- მედიკამენტების სწორად გაცემა და რეცეპტების ფარმაცევტული შეფასება;
- პროდუქციის სწორად განთავსება და სააფთიაქო სტანდარტების დაცვა;
- მარაგების კონტროლსა და შიდა პროცესებში მონაწილეობა;
- პროფესიული ცოდნის მუდმივი განახლება ტრენინგებსა და სასწავლო პროგრამებში მონაწილეობით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ფარმაცევტული ან სამედიცინო განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
- მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა; ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ოპერატიულობა და ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
თუ გსურთ გახდეთ ძლიერი და პროფესიონალი გუნდის წევრი, იმუშაოთ სტაბილურ გარემოში და ყოველდღიურად იზრუნოთ ადამიანების ჯანმრთელობაზე, შემოუერთდით „ავერსი ფარმას“ გუნდს!
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 12.12.2026 წელი.
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1436); 555 554 083 / 577 399 837
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

საწყობების საოპერაციო ანალიტიკოსი
კომპანია „ავერსი-ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას საწყობების საოპერაციო ანალიტიკოსის თანამდებობაზე.
პოზიციის ძირითადი მიზანია სასაწყობო მონაცემების ანალიზი, ოპერაციების ეფექტიანობის შეფასება და პროცესების გაუმჯობესების რეკომენდაციების მომზადება. თანამშრომელი ჩაერთვება საწყობების მართვის ახალი სისტემის (WMS) დანერგვისა და ავტომატიზაციის პროექტებში და უზრუნველყოფს მათ ანალიტიკურ მხარდაჭერას როგორც დანერგვის ეტაპზე, ისე სისტემების ამოქმედების შემდეგ.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლილო, კობახიძის ქ. №33
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სასაწყობო პროცესებისა და საოპერაციო მონაცემების ანალიზი, მონაცემთა სიზუსტის შემოწმება და გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა;
- WMS-ის დანერგვისა და ავტომატიზაციის პროექტებისთვის მონაცემების მომზადება; პროცესებისა და მოთხოვნების აღწერაში, სისტემების ტესტირებასა და მონაცემთა სისწორის შემოწმებაში მონაწილეობა;
- საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლების (KPI), ანგარიშებისა და ანალიტიკური ინსტრუმენტების შემუშავება; მაჩვენებლების გამოთვლის წესების აღწერაში მონაწილეობა;
- რეგულარული ანგარიშგება, გეგმურ და ფაქტობრივ მაჩვენებლებს შორის გადახრებისა და მათი გამომწვევი მიზეზების ანალიზი;
- სასაქონლო პოზიციების გაცემისა და ბრუნვის, მათ შორის პერიოდული ABC ანალიზი; საქონლის მახასიათებლებისა და შენახვის პირობების გათვალისწინებით, საწყობში ოპტიმალური განთავსების რეკომენდაციების მომზადება;
- სამუშაო პოსტების, ცვლებისა და გუნდების დატვირთვისა და პროდუქტიულობის შეფასება; სამუშაოს ეფექტიანად განაწილების რეკომენდაციების მომზადება;
- საწყობის, IT-ისა და პროექტის გუნდებთან თანამშრომლობით მონაცემთა შეუსაბამობებისა და საოპერაციო ხარვეზების ანალიზი; დანერგილი გაუმჯობესებების შედეგების შეფასება და მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ლოგისტიკის, ოპერაციების მართვის, ეკონომიკის, სტატისტიკის ან მონაცემთა ანალიზის მიმართულებით;
- სასაწყობო ოპერაციების, ლოგისტიკის ან მონაცემთა/საოპერაციო ანალიზის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- სასაწყობო პროცესების, საწყობის მართვის სისტემებისა (WMS) და ავტომატიზაციის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- მონაცემთა დამუშავების, ანალიზის, ვიზუალიზაციისა და ანგარიშგების უნარი;
- საოპერაციო მაჩვენებლების, პროდუქტიულობისა და დატვირთვის შეფასებისა და დასაბუთებული რეკომენდაციების მომზადების უნარი;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების საბაზისო დონეზე ცოდნა;
- WMS და ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება, ასევე მონაცემთა ბაზებისა და ანგარიშგების სხვა პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- კონფიდენციალურობის დაცვა.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 30.11.2026 წელი.
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1566); 5 97 002 987
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

სამშენებლო პროექტების ზედამხედველი
კომპანია „ავერსი-ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების ზედამხედველის თანამდებობაზე.
პოზიციის ძირითადი ამოცანაა კომპანიის სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტების მიმდინარეობის ზედამხედველობა, შესრულებული სამუშაოების ხარისხის, ვადებისა და საპროექტო მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლილო
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება უპირატესობა მიენიჭება მშენებლობის, არქიტექტურის ან მონათესავე მიმართულებას;
- მშენებლობის ზედამხედველის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- სამშენებლო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და გადამოწმების უნარი;
- AutoCAD-ის ან ArchiCAD-ის საბაზისო ცოდნა ( პროექტის წაკითხვისა და ნახაზების გადამოწმების დონეზ);
- Microsoft Office-ის პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B1 დონეზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა, ხარვეზებისა და შეუსაბამობების გამოვლენა და მათი მოგვარების პროცესში მონაწილეობა;
- სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და საინჟინრო სამუშაოების ხარისხის, ვადების, პროექტთან და მოქმედ ნორმებთან შესაბამისობის კონტროლი;
- სამშენებლო მასალებისა და მოწყობილობების ხარისხისა და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის გადამოწმება;
- შესრულებული სამუშაოების მოცულობების, ღირებულებისა და აქტების (ფორმა №2) შემოწმება;
- დამატებითი სამუშაოებისა და საპროექტო ცვლილებების შეფასება და შეთანხმების პროცესში მონაწილეობა;
- კონტრაქტორებთან, პროექტანტებსა და სხვა ჩართულ მხარეებთან კოორდინაცია, გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების კონტროლი;
- სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების მომზადება და ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;
- დასრულებული სამუშაოების შემოწმება და მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა.
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ეფექტიანი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინა; დეტალებზე ორიენტირებულობა;
- საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად დასაბუთებისა და კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. პუნქტუალურობა.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 27.11.2026 წელი.
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1566); 5 97 002 987
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

კოსმეტიკური და მოვლის საშუალებების კონსულტანტი ქ.თბილისში
კომპანია ავერსი აცხადებს ვაკანსიას კოსმეტიკური და მოვლის საშუალებების კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში
ფუნქცია-მოვალეობები:
** კოსმეტიკური პროდუქციის რეალიზაცია;
** მომხმარებელთა კონსულტირება;
** პროდუქციის თაროებზე განთავსება, მერჩენდაიზინგის პრინციპების გათვალისწინებით;
** პროდუქციის აღწერაში მონაწილეობა.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება გაყიდვების ან მომსახურების სფეროში;
** სასურველია მუშაობის გამოცდილება შესაბამის სფეროში(პარაფარმაცია, კოსმეტიკური და მოვლის საშუალებები, ბავშვთა კვება);
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ფლობა ;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა, გამართული მეტყველება, პრეზენტაციის უნარი;
** პუნქტუალურობა, მიზანდასახულობა, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 03.12.2026 წელი.
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1537); 5 77 30 84 25