ბრენდი

ტექპოინტი

სამუშაოს დასახელება

სერვის ცენტრის ოპერატორი

საბოლოო თარიღი
8 იან. 2025
მისამართი
თბილისი
მისამართი
თბილისი
ენა
ქართული | English | Русский
გამოცდილება
1 წელზე ნაკლები
განაკვეთი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე

ვაკანსიის აღწერა

შპს „ალტა " წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

კომპანია „ალტა“ აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის ოპერატორის ვაკანტურ პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო ადგილი : თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლების საჭიროების მიხედვით მათთვის საინტერესო ინფორმაციის დროული და ამომწურავი მიწოდების უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • მიღებული ნივთების შესახებ სრულყოფილი დოკუმენტაციის გაფორმება;
  • მიღებული ნივთების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან დროულად გადამისამართება;
  • გასაცემი ნივთის სტანდარტების დაცვით გაცემის უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებისაგან მიღებული უკუკავშირის შესახებ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება;

საკვალიფიკაციო მოხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა;
  • პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების საშუალო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);

პიროვნული თვისებები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
  • პასუხისმგებლობა;
  • სერვისულობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვეხმაუროთ“შეავსე სააპლიკაციო ფორმა” ღილაკის მეშვეობით.