ბრენდი

Alta • ალტა

სამუშაოს დასახელება

მოლარე

საბოლოო თარიღი
15 აგვ. 2025
მისამართი
თელავი
განაკვეთი
სრული განაკვეთი

ვაკანსიის აღწერა

“ალტა” ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, რომელიც ოპერირებს როგორც მსოფლიო ბრენდების, ისე დისტრიბუციის, საცალო გაყიდვებისა და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით და წარმოადგენს უმსხვილესი მსოფლიო ბრენდების პარტნიორულ კომპანიას.

კომპანია „ალტა“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მოლარის პოზიციაზე, ქალაქ თელავში.

სამუშაო ადგილი : თელავი

ძირითადი მოვალეობები:

  • ფასების ცვლილების ყოველდღიური შემოწმება და ამობეჭვდვა;
  • გაყიდული საქონლის შესახებ პროგრამაში ინფორმაციის გატარება;
  • ზედნადებების, ინვოისის გამოწერა;
  • ყოველდღიური ანგარიშის მომზადება; (ბუღალტერიისთვის და საწყობისთვის)
  • მაღაზიაზე საქონლის გადაწერა, სხვა მაღაზიიდან საქონლის გადმოწერა (ქსელის შიგნით)
  • სალაროს წარმოება;
  • მომხმარებლის უნაღდო ანგარიშწორება;
  • შემოსული ნაღდი ფულის კუპიურების შემოწმება და ყალბი ნიმუშების გამოვლენა;
  • დიპლომატიური პირისთვის დღგ ანგარიშფაქტურის გამოწერა;
  • მომხმარებლის მიერ დღგ ანგარიშფაქტურის მოთხოვნის შემთხვევაში ბუღალტერიისთვის ინფორმაციის მიწოდება;

საკვალიფიკაციო მოხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და/ან რუსული ენების სასუბრო დონეზე ცოდნა სასურველია;

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს „ალტას“ უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ განაცხადი “შეავსე სააპლიკაციო ფორმა” ღილაკის მეშვეობით.