ბრენდი

უდაბნო

სამუშაოს დასახელება

ხარჯთაღმრიცხველის დამხმარე

საბოლოო თარიღი
4 სექ. 2026
გამოცდილება
1-2 წელი

ვაკანსიის აღწერა

,,უდაბნო" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის დამხმარის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

  • მონაწილეობის მიღება დეპარტამენტის ხარჯების ყოველდღიურ აღრიცხვასა და პირველადი მონაცემების შეგროვებაში;
  • დეპარტამენტის შემოსული და გასული ინვოისების პირველადი შემოწმება, სისტემაში ასახვა და რეესტრის წარმოება;
  • მონაცემთა შერჩევითი შემოწმების დადგენილი პროცედურების შესაბამისად (უშუალო ხელმძღვანელის დავალებით) შესრულება;
  • დეპარტამენტებს შორის საქონლისა და რესურსების ტრანსფერების დოკუმენტაციის მომზადება და აღრიცხვა;
  • შეგროვება და ხარჯების მოცულობების სტრუქტურირება ხელმძღვანელის მიერ შემდგომი კონტროლისთვის;
  • ბაზარზე არსებული ფასებისა და ტენდენციების პერიოდული კვლევა გასაყიდი ფასების კორექტირების პროცესის დასახმარებლად;
  • შესაბამისი ფინანსური და ტექნიკური დოკუმენტაციის დროული უზრუნველყოფა, სწორი შევსება, მოწესრიგება და დაარქივება (როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული სახით);
  • თვის დახურვისთვის საჭირო პირველადი დოკუმენტაციისა და საბუღალტრო ჩანაწერების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • წინასწარი მონაცემების შეგროვება მოსალოდნელი ხარჯების დაგეგმვისთვის (ხელმძღვანელის მითითებით);
  • აქტიური მონაწილეობის მიღება საქონლის ყოველთვიურ აღრიცხვასა და ინვენტარიზაციის პროცესში;
  • მონაწილეობის მიღება ყოველთვიური ანგარიშების (რეპორტების) პირველადი შაბლონებისა და მონაცემების მომზადებაში, ხელმძღვანელისთვის წარსადგენად;
  • ეფექტურად თანამშრომლობა კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან საჭირო ინფორმაციის დროულად მიღებისა და გაცვლის მიზნით;
  • კომპანიაში არსებული კომერციული და ფინანსური ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

საჭირო უნარები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ბმულზე:

კომპანია (შპს „აჭარა ჯგუფი“; ს/კ:404676169) დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც კომპანიის მიერ, შესაძლოა, დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. კომპანიის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განაცხადის განხილვა და შრომითი ურთიერთობის დამყარება.

კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში თქვენ შესახებ ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით სხვა რელევანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით, თუ არ გსურთ თქვენ შესახებ ინფორმაციის კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში განთავსება, გთხოვთ მოგვმართოთ: recruitment@adjaragroup.com

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. თქვენი უფლებებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას.

ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.