ბრენდი

Holiday Inn

სამუშაოს დასახელება

ოპერატორი

საბოლოო თარიღი
29 აგვ. 2026
მისამართი
თბილისი , პეკინის 1
ენა
ქართული (C1) | English (C1)
გამოცდილება
გამოცდილება სასურველია

ვაკანსიის აღწერა

სასტუმრო „HOLIDAY INN TBILISI“ აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • თავაზიანი და მეგობრული სტუმრებთან / თანამშრომლებთან, რათა ყოველდღიურად ხელი შეუწყოს ობიექტზე პოზიტიური გარემოს შექმნასა და შენარჩუნებას;
  • სასტუმროს მომსახურების ყველა სპეციფიკაში, არსებულ სერვისებსა და პროდუქტებში გათვიცნობიერება;
  • სატელეფონო ეტიკეტის დაცვა; სატელეფონო ზარებისთვის პასუხი; მოთხოვნის შემთხვევაში, ზარების გადართვა სტუმრებთან ან სასტუმროს თანამშრომლებთან უსაფრთხოების აუცილებელი ნორმების გათვალისწინებით;
  • ყოველ დილით IHG-ს წევრი სტუმრების მისასალმებელი წერილების მომზადება;
  • დოკუმენტაციის სწორად შენახვის სისტემის წარმოება;
  • ყოველდღიურად სასტუმროში მცხოვრები სტუმრების ეროვნების სტატისტიკის შემოწმება და არსებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზის წარმოება.

საჭირო უნარები:

  • სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
  • აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;

ჩვენ გთავაზობთ:

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • დაზღვევას;
  • კვებას;
  • ტრანსპორტირებას საღამოს საათებში;
  • კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ბმულზე:

კომპანია (შპს „აჭარა ჯგუფი“; ს/კ:404676169) დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც კომპანიის მიერ, შესაძლოა, დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. კომპანიის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განაცხადის განხილვა და შრომითი ურთიერთობის დამყარება.

კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში თქვენ შესახებ ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით სხვა რელევანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით, თუ არ გსურთ თქვენ შესახებ ინფორმაციის კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში განთავსება, გთხოვთ მოგვმართოთ: recruitment@adjaragroup.com

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. თქვენი უფლებებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას.

ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.