ბრენდი

აჭარა ჯგუფი

სამუშაოს დასახელება

ვიდეო მონიტორინგის ოფიცერი

საბოლოო თარიღი
7 თებ. 2025
მისამართი
თბილისი , ქ. თბილისი, კოსტავას 14
ენა
ქართული
განაკვეთი
სრული განაკვეთი
ტიპი
საოფისე

ვაკანსიის აღწერა

„აჭარა ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის ოფიცერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას N14

სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

  • ვიდეო მონიტორინგის განხორციელება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • მომხდარი დარღვევების დაფიქსირება;
  • უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ დადგენილი დარღვევების მონიტორინგი, პრევენცია და აღკვეთა.
  • კომპანიის ობიექტების ტერიტორიაზე საფრთხისა და რისკის შემცველი გარემოების მიმართ მყისიერი რეაგირება და ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი პირებისათვის, მათ შორის უსაფრთხოების ოფიცრებისთვის;
  • უსაფრთხოების დადგენილი ნორმების დარღვევების გამოვლენა და პრობლემის აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი ზომების მიღება;
  • სახანძრო უსაფრთხოების მუდმივი კონტროლი და რეაგირება;
  • კრიზისული სიტუაციების მართვა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • გამოვლენილი დარღვევების შესახებ ანგარიშის მომზადება;
  • ნებისმიერი სახის ინციდენტის დაფიქსირების შემთხვევაში სწრაფი რეაგირების უზრუნველყოფა: საპატრულო პოლიციის, სახანძრო და სამედიცინო დახმარების გამოძახება საჭიროებიდან გამომდინარე;
  • უშუალო ხელმძღვანელის მოთხოვნის შესაბამისად ვიდეო ჩანაწერის გადამოწმება/ინფორმაციის მოკვლევა;
  • კოლეგისთვის ცვლის გადაბარების პროცესში დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
  • სამუშაო პროცესში შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების დადგენილი რეკომენდაციების შესრულება;
  • საჭიროების შემთხვევაში ასრულებს სხვა თანამშრომლის მოვალეობებს მისი არყოფნის პერიოდში;

დამატებითი მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდური მოთამაშე;
  • პრობლემების მყისიერი აღმოფხვრის უნარი;
  • დაკვირვებულობა;

ჩვენ გთავაზობთ:

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
  • ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.