ბრენდი

აჭარა ჯგუფი

სამუშაოს დასახელება

გასავლების ბუღალტერი

საბოლოო თარიღი
13 ნოე. 2026
მისამართი
თბილისი
სამუშაოს ტიპი
საოფისე

ვაკანსიის აღწერა

„აჭარა ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას გასავლების ბუღალტერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის გასავლებთან დაკავშირებული საბუღალტრო ოპერაციების ზუსტი შესრულება;
  • კომპანიის გასავლებთან დაკავშირებული ყველა სახის საბუღალტრო ოპერაციის დაგეგმვა, კოორდინირების გაწევა და განხორციელება;
  • კომპანიის გადახდების, ხარჯების, დარიცხვებისა და ინვოისების კონტროლი;
  • შესაბამისი დოკუმენტაციის შევსების და დაარქივების წარმოება;
  • წლის ბოლოს, დახურვის პროცესებსა და საბუღალტრო ჩანაწერების წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
  • გადახდის ოპერაციების ზუსტი შესრულების უზრუნველყოფა, დანახარჯების რეპორტებსა და დამადასტურებელ ქვითრებს შორის თანხვედის უზრუნველყოფა;
  • ინვოისების და ფაქტურების, შეკრება, გადახედვა და დამოწმება წარმოება;
  • ელექტრონული გადახდების და გადარიცხვების მომზადება და წარმოება;
  • მომწოდებლებთან გეგმიური გადახდების შესრულება, დარწმუნება, რომ ყველა გადახდა დროულად და ზუსტადაა შესრულებული;
  • დროული რეაგირების მოხდენა მომწოდებლებისგან მიღებულ ყველა ფინანსურ მოთხოვნაზე;
  • გადახდების პროცესების გაუმჯობესების უზრუნველყოფა;

საჭირო უნარები:

  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • დაზღვევას;
  • კვებას;
  • კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ბმულზე:

კომპანია (შპს „აჭარა ჯგუფი“; ს/კ:404676169) დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც კომპანიის მიერ, შესაძლოა, დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. კომპანიის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განაცხადის განხილვა და შრომითი ურთიერთობის დამყარება.

კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში თქვენ შესახებ ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით სხვა რელევანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით, თუ არ გსურთ თქვენ შესახებ ინფორმაციის კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში განთავსება, გთხოვთ მოგვმართოთ: recruitment@adjaragroup.com

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. თქვენი უფლებებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას.

ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით დაადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.