ბრენდი

უდაბნო შოპი

სამუშაოს დასახელება

ბარისტა - მოლარე

საბოლოო თარიღი
27 სექ. 2025
მისამართი
თბილისი , ჭოველიძის 3
ენა
ქართული (C1) | English (C1)
გამოცდილება
გამოცდილება სასურველია
განაკვეთი
სრული განაკვეთი

ვაკანსიის აღწერა

,,უდაბნო შოპი’’ აცხადებს ვაკანსიას ბარისტა - მოლარის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭოველიძის ქუჩა N3

სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

  • დადგენილი სტანდარტების მიხედვით ყავის აპარატის/საფქვავის შემოწმება - გამართვა.
  • მენიუში წარმოდგენილი სასმელების სტანდარტის მიხედვით მომზადება;
  • დადგენილი სტანდარტების დაცვით მაღაზიის დახლზე განთავსებული პროდუქციის მოწესრიგება და შევსება (ორცხობილა, შოკოლადი, მაფინი და ა.შ);
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის აღწერა, ვადების კონტროლი;
  • სალარო ოპერაციების სრულყოფილად შესრულება ;
  • უზრუნველყოს მაღაზიის ტერიტორიაზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;

დამატებითი მოთხოვნები:

  • კარგი კომუნიკაციის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
  • ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ბმულზე:

კომპანია (შპს „აჭარა ჯგუფი“; ს/კ:404676169) დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც კომპანიის მიერ, შესაძლოა, დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. კომპანიის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განაცხადის განხილვა და შრომითი ურთიერთობის დამყარება.

კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში თქვენ შესახებ ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით სხვა რელევანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით, თუ არ გსურთ თქვენ შესახებ ინფორმაციის კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში განთავსება, გთხოვთ მოგვმართოთ: recruitment@adjaragroup.com

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. თქვენი უფლებებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას.

ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.