ბრენდი

აჭარა ჯგუფი

სამუშაოს დასახელება

IT დეპარტამენტის სპეციალისტი

საბოლოო თარიღი
27 სექ. 2025
მისამართი
თბილისი , ჭოველიძის 5
გამოცდილება
1-2 წელი
განაკვეთი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე

ვაკანსიის აღწერა

„აჭარა ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

  • ანგარიშვალდებულია უშუალო ხელმძღვანელის წინაშე კომპანიის შესაბამისის ტანდარტებისა დარეგულაციების შესაბამისად;
  • პასუხისმგებელია უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული ტექნიკური მითითებებისა და დავალებების შესრულებაზე;
  • უზრუნველყოფს ქსელის მომხმარებელთა ტექნიკურ მხარდაჭერას;
  • უზრუნველყოფს შეხვედრების, ტრენინგების და სხვადასხვა ღონისძიებების ტექნიკურ მხარდაჭერას;
  • პასუხისმგებელია ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირებასა და დროულ რეაგირებაზე;
  • უზრუნველყოფს ობიექტზე არსებული პროგრამებისა და აპარატურის გამართულად ფუნქციონირებას;
  • პასუხისმგებელია ქსელის მომხმარებელთა სამუშაო ადგილის გამართვაზე;
  • პასუხისმგებელია შიდა ქსელის პირველად მოწყობაზე, პრობლემის დიაგნოსტიკასა და მხარდაჭერაზე;
  • პროვაიდერ კომპანიებთან ეფექტურად ახდენს კომუნიკაციას ოფისის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით;
  • უზრუნველყოფს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში არსებული სტანდარტული საოპერაციო პროცედურების დაცვას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ჩართულია კომპანიის მხრიდან ინიცირებულ პროექტებში.

საჭირო უნარები:

  • აუცილებელია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • დაზღვევას;
  • კვებას;
  • კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ბმულზე:

კომპანია (შპს „აჭარა ჯგუფი“; ს/კ:404676169) დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც კომპანიის მიერ, შესაძლოა, დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. კომპანიის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განაცხადის განხილვა და შრომითი ურთიერთობის დამყარება.

კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში თქვენ შესახებ ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით სხვა რელევანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით, თუ არ გსურთ თქვენ შესახებ ინფორმაციის კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში განთავსება, გთხოვთ მოგვმართოთ: recruitment@adjaragroup.com

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. თქვენი უფლებებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას.

ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.