ბრენდი

აჭარა ჯგუფი

სამუშაოს დასახელება

Brand Manager

საბოლოო თარიღი
17 იან. 2025
მისამართი
თბილისი , კოსტავას 14
ენა
ქართული
გამოცდილება
3-5 წელი
განათლება
მაგისტრი
განაკვეთი
სრული განაკვეთი
ტიპი
საოფისე

ვაკანსიის აღწერა

ძირითადი მოვალეობები:

  • ბრენდის სტრატეგიის შემუშავება და განვითარება ბიზნესის მიზნების, სამიზნე აუდიტორიისა და ბაზარზე პოზიციონირების შესაბამისად;
  • ბრენდის პროდუქტების, სერვისების და გამოცდილებების პოპულარიზაციისთვის მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, აღსრულება და შეფასება;
  • ბრენდის ვიზუალური და ვერბალური იდენტობის შენარჩუნება და დახვეწა;
  • ინდუსტრიის ტენდენციების, მომხმარებელთა საჭიროებებისა და უკუკავშირის კვლევა, შედეგების ანალიზი და შესაბამისი მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება;
  • ბრენდის ცნობადობის კვლევა და სამოქმედო გეგმის შემუშავება/აღსრულება;
  • ბრენდის საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება და მართვა როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ სივრცეში

საჭირო უნარები:

  • აუცილებელია 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
  • აუცილებელია 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის სფეროში;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • დაზღვევას;
  • კვებას;
  • კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 31 დეკემბრამდე შემდეგ
სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "აჭარა ჯგუფი" -ს, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.