ბრენდი

Rooms Tbilisi
სამუშაოს დასახელება
ჰოსტესი
საბოლოო თარიღი
2 ივნ. 2025
მისამართი
თბილისი , თბილისი, ჭოველიძის 5 ენა
ქართული | English განაკვეთი
სრული განაკვეთი
ვაკანსიის აღწერა
ROOMS- ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.
სასტუმრო "ROOMS Tbilisi“ აცხადებს ვაკანსიას ჰოსტესის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭოველიძის 5.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების დახვედრა;
- რესტორნის მაგიდებზე ჯავშნების მიღება და განთავსება;
- თავისუფალი მაგიდის არ არსებობის შემთხვევაში მომლოდინე სტუმრის მონაცემების ჩანიშვნა და უკუკავშირი მაგიდის გათავისუფლებისთანავე;
- სატელეფონო ჯავშნების მიღება და ჩანიშვნა.
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- გამართული მეტყველება ქართულ და ინგლისურ ენაზე;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
- დაზღვევას;
- კვებას;
- ტრანსპორტირებას საღამოს საათებში;
- კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
- მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.