ბრენდი

Café Stamba

სამუშაოს დასახელება

შოკოლადის უმცროსი ტექნოლოგი

საბოლოო თარიღი
4 აპრ. 2026
მისამართი
თბილისი , კოსტავას 14
გამოცდილება
1 წელზე ნაკლები

ვაკანსიის აღწერა

„Café Stamba’’ აცხადებს ვაკანსიას შოკოლადის უმცროსი ტექნოლოგის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას N14

სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

  • მონაწილეობა მიიღოს ტექნოლოგიური პროცესების სრულ ციკლში;
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებით ორგანიზება გაუწიოს შოკოლადის წარმოების ტექნოლოგიურ პროცესებს მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად და აწარმოოს ტექნოლოგიური გაანგარიშება;
  • უზრუნველყოს ნედლეულის გადამუშავება დანადგარის საშუალებით დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
  • წინასწარ მოიმარაგოს პროდუქტის მომზადებისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტი;
  • უზრუნველყოს ეფექტური საწარმოო ციკლი და იზრუნოს დანადგარების გამართულად მუშაობაზე;
  • მიიღოს მონაწილეობა ახალი რეცეპტების და პროდუქტის კატეგორიების შექმნაში;
  • საჭიროების შემთხვევაში იზრუნოს არსებული პროდუქციის გემოვნური თვისებების გააუმჯობესებაზე და რეცეპტურის სრულყოფაზე;
  • მოამზადოს ყველა შეკვეთა ზედმიწევნით, სტანდარტების სრული დაცვით და მინიმალური დანაკარგით;
  • ჩაერთოს ინგრედიენტების დაახარისხებაში, შეამოწმოს ტემპერატურა და განათავსოს ვარგისიანობის აღმნიშვნელი სტიკერები;
  • აკონტროლოს პროდუქტის ხარისხი, პორციის რაოდენობა, პრეზენტაბელურობა და ტემპერატურა საწარმოდან გატანამდე და ჩაერთოს მის დაფასოების პროცესში სტანდარტების გათვალისწინებით;
  • დაიცვას საწარმოში არსებული ყველა დანადგარის ინსტრუქცია.

დამატებითი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.


ჩვენ გთავაზობთ:

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • დაზღვევას;
  • კვებას;
  • ტრანსპორტირებას საღამოს საათებში;
  • კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ბმულზე:

კომპანია (შპს „აჭარა ჯგუფი“; ს/კ:404676169) დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც კომპანიის მიერ, შესაძლოა, დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. კომპანიის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განაცხადის განხილვა და შრომითი ურთიერთობის დამყარება.

კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში თქვენ შესახებ ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით სხვა რელევანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით, თუ არ გსურთ თქვენ შესახებ ინფორმაციის კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში განთავსება, გთხოვთ მოგვმართოთ: recruitment@adjaragroup.com

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. თქვენი უფლებებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას.

ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.