ბრენდი

Rooms Batumi

სამუშაოს დასახელება

შეფ დე პარტიე

საბოლოო თარიღი
23 მაი. 2025
მისამართი
ბათუმი
ენა
ქართული
განაკვეთი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე

ვაკანსიის აღწერა

ROOMS- ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.

სასტუმრო „ROOMS BATUMI“ აცხადებს ვაკანსიას შეფ დე პარტიეს პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

  • შეფ მზარეულის მიერ გაცემული დავალებების ზედმიწევნით შესრულება;
  • ყველა შეკვეთის ზედმიწევნით შესრულება რეცეპტების შესაბამისად;
  • ახალი რეცეპტების შექმნაში აქტიური მონაწილეობა;
  • კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება;
  • ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
  • თანამშრომლებთან ერთად სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
  • სამზარეულოს დანადგარებისა და აღჭურვილობის მონიტორინგი;
  • მარაგების მართვა;
  • ცვლაში მომუშავე თანამშრომლების გამართულად მუშაობის ზედამხედველობა.

საჭირო უნარები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • დაზღვევას;
  • კვებას;
  • კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.