ბრენდი

აჭარა ჯგუფი

სამუშაოს დასახელება

სისტემური ადმინისტრატორი

საბოლოო თარიღი
8 ოქტ. 2026
მისამართი
თბილისი
გამოცდილება
2-3 წელი

ვაკანსიის აღწერა

„აჭარა ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • Windows OS სერვერების ინსტალაცია და ადმინისტრირება;
  • Windows OS სერვერების სისტემების მართვა - AD DS, GPO, AD CA, PKI, DNS, DHCP, WSUS, RDS, Radius, NPS, DFS, WDS-ის მართვა და მონიტორინგი;
  • Active Directory-ის კონფიგურაცია და მართვა;
  • Windows OS ფაილ სერვერის მუშაობის მხარდაჭერა, წვდომების გაწერა;
  • ცენტრალური ანტივირუსული სისტემის მართვა, მონიტორინგი (BitDefender GravityZone);
  • მონიტორინგ სისტემების კონფიგურაცია, მართვა (Zabbix, PRTG);
  • Microsoft 365 ადმინისტრირება და მხარდაჭერა;
  • VMware-ის პლატფორმაზე ვირტუალური გარემოს მართვა (vSAN, vCenter);
  • System Log-ების მონიტორინგი;
  • სარეზერვო სისტემების მართვა, მონიტორინგი (Veeam);
  • სისტემების და პროგრამული უზრუნველყოფების მუდმივი მონიტორინგი;
  • სისტემების ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • IT პროექტების შესრულება, სამუშაო ვადები და ხარისხის კონტროლი;
  • ახალი და განვითარებადი IT ტექნოლოგიების ტრენდების მონიტორინგი და სიახლეების ინიცირება.
  • ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;
  • განხორციელებული სამუშაოების დოკუმენტირება, რეპორტის წარმოება;
  • დაგეგმილი IT ინფრასტრუქტურის ტექნიკური სამუშაოების შესრულება და მონიტორინგი.

საჭირო უნარები:

  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • დაზღვევას;
  • კვებას;
  • ტრანსპორტირებას საღამოს საათებში;
  • კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ბმულზე:

კომპანია (შპს „აჭარა ჯგუფი“; ს/კ:404676169) დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც კომპანიის მიერ, შესაძლოა, დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. კომპანიის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განაცხადის განხილვა და შრომითი ურთიერთობის დამყარება.

კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში თქვენ შესახებ ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით სხვა რელევანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით, თუ არ გსურთ თქვენ შესახებ ინფორმაციის კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში განთავსება, გთხოვთ მოგვმართოთ: recruitment@adjaragroup.com

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. თქვენი უფლებებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას.

ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით დაადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.