ბრენდი

Rooms Kokhta

სამუშაოს დასახელება

სერვისის ცვლის უფროსი

საბოლოო თარიღი
31 ივლ. 2025
ხელფასი
[object Object]
მისამართი
ბაკურიანი
ენა
ქართული | English
გამოცდილება
1-2 წელი

ვაკანსიის აღწერა

ROOMS- ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.

სასტუმრო „ROOMS Kokhta“ აცხადებს ვაკანსიას სერვისის ცვლის უფროსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • გაითვალისწინოს სტუმრის კომენტარები, მიაწოდოს ინფორმაცია სერვის მენეჯერს და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;
  • დაეხმაროს თანამშრომლებს და უპასუხოს მათ მიერ დასმულ ყველა კითხვას;
  • დარწმუნდეს, რომ სამზარეულოსა და სერვისის ინვენტარი ფორმაშია და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდეს შესაბამის დეპარტამენტს;
  • ჩაატაროს აქტივობები გუნდის ერთიანობისთვის და მოტივაცია შეუქმნას თანამშრომლებს, რათა მიაღწიოს გუნდურ წარმატებას; თანამშრომლებს ასწავლოს გაყიდვების უნარ-ჩვევები;
  • ითანამშრომლოს სასტუმროს ყველა დეპარტამენტთან;

საჭირო უნარები:

  • სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
  • გამართული მეტყველება ქართულ და ინგლისურ ენაზე;
  • რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • დაზღვევას;
  • კვებას;
  • საცხოვრებელს;
  • კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ბმულზე:

კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა“ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.