ბრენდი

Rooms Batumi

სამუშაოს დასახელება

საწყობის თანამშრომელი

საბოლოო თარიღი
11 მაი. 2025
განაკვეთი
სრული განაკვეთი

ვაკანსიის აღწერა

ROOMS- ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.

სასტუმრო "ROOMS Batumi“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • მთავარი საწყობის კონტროლი მარაგების და პროდუქტის ვადიანობის მიხედვით;
  • მიღებული პროდუქტის ხარისხის შემოწმება/კონტოლი და შეკვეთის ფორმის მიხედვით, მისი პროგრამაში ასახვა;
  • საწყობის სისუფთავისა და პროდუქციის ორგანიზებული განლაგების უზრუნველყოფა;
  • სასაქონლო ზედნადებისა და შეკვეთის ფორმის ერთმანეთთან შედარება, ერთეულის ფასისა და მოწოდებული რაოდენობის მიხედვით.
  • საწყობის აღწერის ჩატარება;

    საჭირო უნარები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

    ჩვენ გთავაზობთ:

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.