ბრენდი

Space Farms

სამუშაოს დასახელება

საოპერაციო კოორდინატორი

საბოლოო თარიღი
8 მაი. 2025
მისამართი
თბილისი , კოსტავას 14 ნომერი
განაკვეთი
სრული განაკვეთი

ვაკანსიის აღწერა

„აჭარა ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ვერტიკალურ მეურნეობაში საოპერაციო კოორდინატორის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას N14

სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

  • ფერმის თანამშრომლების ზედამხედველობა;
  • მცენარეთა ჯანმრთელობისა და ზრდისთვის ოპტიმალური გარემოს შესაქმნელად, შიდა ფერმის რეზერვუარებში ელექტროლიტური გამტარიანობის (EC), pH-ის დონეების, საკვების მონიტორინგი და კონტროლი.
  • მარაგების კონტროლი, როგორებიცაა: თესლები, ნუტრიენტები, სუბსტრატი და სხვა დამხმარე მასალები.
  • მავნებლების კონტროლისა და პრევენციის სტრატეგიების მართვა და განხორციელება.
  • Space Farms-ის ხელმძღვანელთან ერთად, საგანმანათლებლო სესიების შესაბამისობის უზრუნველყოფა ფერმის ფართო მიზნებთან და ღირებულებებთან.
  • ფოკუსირება რეკების სისტემის მართვაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველა ეტაპზე სწორი მორგება, წყლისა და ნუტრიენტების მიწოდება.
  • მოსავლის აღების დღეს, დასუფთავების თანამშრომლებისთვის ინსტრუქციის მიწოდება;
  • გაყიდვების ყოველდღიური აღრიცხვა და მოსავლისთვის თვალყურის დევნა.
  • სამომავლო აქტივობების დაგეგმვა ფერმის ხელმძღვანეთლან ერთად.

    დამატებითი მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გამოცდილება აგრო მიმართულებით;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პრობლემების მყისიერი აღმოფხვრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

    ჩვენ გთავაზობთ:

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • დაზღვევას;
  • კვებას;
  • კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.