ბრენდი

Café Stamba

სამუშაოს დასახელება

სამზარეულოს მარაგების კოორდინატორი

საბოლოო თარიღი
16 აპრ. 2026
მისამართი
თბილისი , კოსტავას 14
გამოცდილება
გამოცდილება სასურველია
განაკვეთი
სრული განაკვეთი

ვაკანსიის აღწერა

,,Café Stamba’’ აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოს მარაგების კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას N14

სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

  • აკონტროლოს სამზარეულოს პროდუქციის მარაგები (Par Stock) მიხედვით;
  • აკონტროლოს სამზარეულოს მარაგები პროდუქტის ვადიანობის მიხედვით;
  • მიიღოს, მიითვალოს, დაასაწყობოს საქონელი მხოლოდ და მხოლოდ შეკვეთის ფორმის (P.O) საფუძველზე (გარდა სატესტო ან/და ახალი პროდუქციისა);
  • პროდუქციის მიღებისას გააკონტროლოს პროდუქტის ეტიკეტის სრულყოფილება, შეაგროვოს ცხოველური წარმოშობის პროდუქციის მიღების დროს თანმხლები დოკუმენტაცია, არ ჩაიბაროს პროდუქტი ეტიკეტის გარეშე;
  • შეამოწმოს და აკონტროლოს მიღებული პროდუქციის ხარისხი, მიიღოს დირექტივები მთავარი მზარეულისგან და სუ შეფისგან პროდუქტის გემოვნური კრიტერიუმების შესახებ;
  • დაიცვას FIFO-ს სტანდარტი, გააკონტროლოს, რომ სამზარეულოში გამოყენებულ იქნას, პირველ რიგში, ყველაზე ადრე მიღებული პროდუქტი;
  • მიიღოს დირექტივები მთავარი მზარეულისგან და სუ შეფისგან პროდუქტის შეკვეთის შესახებ და სისტემურად განათავსოს შეკვეთა;
  • არ ჩაიბაროს შეკვეთის საფუძველზე მოსული ვადაგასული, დაზიანებული, მოკლევადიანი (1 თვეზე ნაკლები ვადით) პროდუქტები;
  • ყოველდღიურ რეჟიმში, შეამოწმოს მთავარი საწყობის მაცივრების, საყინულე მაცივრების, დახლ-მაცივრების გამართული მუშაობა, ხოლო ხარვეზის შემთხვევაში აცნობოს მთავარ მზარეულს და სუ შეფს;
  • მთავარი საწყობიდან მიიბაროს პროდუქცია მხოლოდ პროგრამულად დახურული მოთხოვნილი ფორმის მიხედვით;
  • ფინანსური დეპარტამენტის მხრიდან მოწოდებულ შესაბამის თარიღში უზრუნველყოს სამზარეულოს მარაგების აღწერა;
  • კვირაში ერთხელ, უზრუნველყოს სასაწყობე სივრცეებში არსებული ინვენტარის (თაროები, კონტეინერები, თერმომეტრები, ტენიანობის მზომები) გამართულობა;
  • აქტიურად ჩაერთოს HACCP-ის სისტემის, კონტროლისა და დოკუმენტაციის შევსების პროცესში;

საჭირო უნარები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
  • დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • დაზღვევას;
  • კვებას;
  • ტრანსპორტირებას საღამოს საათებში;
  • კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ბმულზე:

კომპანია (შპს „აჭარა ჯგუფი“; ს/კ:404676169) დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც კომპანიის მიერ, შესაძლოა, დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. კომპანიის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განაცხადის განხილვა და შრომითი ურთიერთობის დამყარება.

კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში თქვენ შესახებ ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით სხვა რელევანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით, თუ არ გსურთ თქვენ შესახებ ინფორმაციის კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში განთავსება, გთხოვთ მოგვმართოთ: recruitment@adjaragroup.com

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. თქვენი უფლებებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას.

ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით დაადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.