ბრენდი
სამუშაოს დასახელება
სამზარეულოს დამხმარე თანამშრომელი
ვაკანსიის აღწერა
რესტორანი ,,ლოლიტა’’ აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოს დამხმარე თანამშრომლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სამზარეულოსთვის განკუთვნილი პროდუქციის მიღება და დასაწყობება პასუხისმგებელი პირების (მთავარი მზარეული, სუ შეფი ან სთორქიფერი) მითითებების შესაბამისად;
- პროდუქციის განთავსება შესაბამის სასაწყობე სივრცეებში, მაცივრებსა და საყინულეებში წინასწარ განსაზღვრული განლაგების შესაბამისად;
- პროდუქციის დასაწყობების პროცესში FIFO პრინციპის დაცვის უზრუნველყოფა და პროდუქციის სწორი განლაგება.
- დაზიანებული, ეტიკეტის არმქონე ან საეჭვო ხარისხის პროდუქციის შესახებ დაუყოვნებლივ მთავარი მზარეულისთვის, სუ შეფისთვის ან სთორქიფერისთვის ინფორმაციის მიწოდება.
- პროდუქციის მიღებისა და დასაწყობებისას HACCP-ის მოთხოვნების, ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის ყველა მოქმედი სტანდარტის დაცვა.
- სასაწყობე სივრცეების, მაცივრების, საყინულეებისა და თაროების სისუფთავის, მოწესრიგებული მდგომარეობისა და პროდუქციის ორგანიზებული განლაგების უზრუნველყოფა.
- საჭიროების შემთხვევაში სამზარეულოს გუნდის დახმარება პროდუქციის გადაადგილებასა და ორგანიზებაში.
- ყოველდღიურად სასაწყობე სივრცეების, მაცივრებისა და საყინულეების ვიზუალური მდგომარეობის შემოწმება და ნებისმიერი ტექნიკური ან სანიტარული ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მთავარი მზარეულისთვის ან სუ შეფისთვის დაუყოვნებლივ ინფორმაციის მიწოდება.
- კვირაში ერთხელ, სასაწყობე სივრცეებში არსებული ინვენტარის (თაროები, კონტეინერები, თერმომეტრები, ტენიანობის მზომები და სხვა) ვიზუალური შემოწმება და აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება.
- უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად მოქმედება და ეფექტურად თანამშრომლობა სამზარეულოს, შესყიდვების, საწყობისა და სხვა დეპარტამენტებთან.
- კომპანიის შიდა რეგულაციების, კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და სამუშაო ეთიკის დაცვა.
- კომპანიის მიერ მოწოდებული უნიფორმის ტარება და პირადი ჰიგიენის სტანდარტების დაცვა.
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია მის სამუშაო ფუნქციებთან.
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
- დაზღვევას;
- კვებას;
- ტრანსპორტირებას საღამოს საათებში;
- კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
- მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ბმულზე:
კომპანია (შპს „აჭარა ჯგუფი“; ს/კ:404676169) დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც კომპანიის მიერ, შესაძლოა, დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. კომპანიის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განაცხადის განხილვა და შრომითი ურთიერთობის დამყარება.
კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში თქვენ შესახებ ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით სხვა რელევანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით, თუ არ გსურთ თქვენ შესახებ ინფორმაციის კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში განთავსება, გთხოვთ მოგვმართოთ: recruitment@adjaragroup.com
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. თქვენი უფლებებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას.
ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.