ბრენდი

Rooms Tbilisi

სამუშაოს დასახელება

რეგისტრაციების დეპარტამენტის ზედამხედველი

საბოლოო თარიღი
21 ივლ. 2025
ხელფასი
[object Object]
მისამართი
თბილისი , კოსტავას 14
განაკვეთი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე

ვაკანსიის აღწერა

Adjara Group არის ჰოლდინგი, რომელიც აერთიანებს კრეატიულ ადამიანებს სხვადასხვა სფეროდან და საქართველოს კულტურას საერთაშორისო დონეზე წარმოაჩენს. კომპანია, რომელიც ცნობილია თავისი განსხვავებული სასტუმროებით, მრავალფუნქციური სივრცეებით, რესტორნებითა და ბარებით, ხელს უწყობს ქვეყნაში ეკონომიკის მდგრად განვითარებას. ქართული ბრენდების შექმნით, აჭარა ჯგუფი ქმნის დინამიურ ეკოსისტემას, რომელიც აკავშირებს ადგილობრივ თემებსა და საერთაშორისო სტუმრებს, ახალი სტანდარტების დამკვიდრებით კონტექსტზე დაფუძნებული განვითარების მიმართულებით.

„აჭარა ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას რეგისტრაციების დეპარტამენტის ზედამხედველი პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭოველიძის 5

სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

  • რეგისტრაციების დეპარტამენტის საოპერაციო პროცესების დაგეგმვა, მართვა და ხარისხის მუდმივი მონიტორინგი
  • გუნდის ეფექტურად ორგანიზება და თანამშრომელთა პროფესიული განვითარებაზე ზრუნვა
  • სტუმრების კომენტარების და უკუკავშირის დამუშავება და მენეჯმენტისთვის გადაცემა
  • პრობლემურ სიტუაციებზე დროული რეაგირება და შესაბამისი ქმედებების განხორციელება
  • გუნდური ატმოსფეროს შექმნა, თანამშრომლების მოტივაციის და ერთიანობის უზრუნველყოფა
  • სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტებთან აქტიური თანამშრომლობა

დამატებითი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

    ჩვენ გთავაზობთ:

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • დაზღვევას;
  • კვებას;
  • ტრანსპორტირებას საღამოს საათებში;
  • კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ბმულზე:

კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა“ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.