ბრენდი

Rooms Kazbegi
სამუშაოს დასახელება
რეგისტრატორი
საბოლოო თარიღი
15 მაი. 2025
მისამართი
ყაზბეგი ენა
ქართული | English განაკვეთი
სრული განაკვეთი
ვაკანსიის აღწერა
ვაკანსიის აღწერა
ROOMS- ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.
სასტუმრო „ROOMS Kazbegi“ აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ყაზბეგი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველ დილით სტუმრების სიის და მათი მოთხოვნების შემოწმება;
- ყოველი ცვლის დასაწყისში პროგრამაში დატოვებული ინფორმაციის შემოწმება;
- ოთახების დასუფთავების დროების სიის დალაგება;
- სტუმართან თავაზიანი შეხვედრა, რეგისტრაციის პროცედურის განხორციელება ყველა წესის დაცვით;
- სტუმრის შესახებ არსებული და დამატებითი ინფორმაციის პროგრამაში შეყვანა;
- სტუმრებზე არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა;
- სტუმრების მიერ ანგარიშების დროულად დახურვის უზრუნველყოფა;
- გამსვლელთა სიის ანგარიშების წარმოება;
- სტუმრისგან საჩივრის მიღების შემთხვევაში მისი გადაჭრის გზების მოძიება და უმოკლეს ვადაში პრობლემის მოგვარების სტატუსის შემოწმება;
- სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება, ქალაქის ღირსშესანიშნაობების შესახებ;
- სტუმრის დახვედრისა და გაცილების უზრუნველყოფა, სასტუმროში და მის გარეთ;
საჭირო უნარები:
- ქართული და ინგლისური ენის ცოდნა
- კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
- საცხოვრებელს;
- დაზღვევას;
- კვებას;
- კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
- მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.