ბრენდი

Rooms Tbilisi

სამუშაოს დასახელება

რეგისტრატორი

საბოლოო თარიღი
7 თებ. 2025
მისამართი
თბილისი , ქ. თბილისი, კოსტავას 14
ენა
ქართული | English
გამოცდილება
გამოცდილების გარეშე
განათლება
საშუალო განათლება
განაკვეთი
სრული განაკვეთი
ტიპი
საოფისე

ვაკანსიის აღწერა

სასტუმრო ,,რუმს თბილისი’ აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას N14

სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

  • ყოველ დილით სტუმრების სიის და მათი მოთხოვნების შემოწმება;
  • ყოველი ცვლის დასაწყისში პროგრამაში დატოვებული ინფორმაციის შემოწმება;
  • ოთახების დასუფთავების დროების სიის დალაგება;
  • სტუმართან თავაზიანი შეხვედრა. რეგისტრაციის პროცედურის განხორციელება ყველა წესის დაცვით;
  • სტუმრის შესახებ არსებული და დამატებითი ინფორმაციის პროგრამაში შეყვანა;
  • სტუმრებზე არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა;
  • სტუმრების მიერ ანგარიშების დროულად დახურვის უზრუნველყოფა;
  • გამსვლელთა სიის ანგარიშების წარმოება;
  • სტუმრისგან საჩივრის მიღების შემთხვევაში მისი გადაჭრის გზების მოძიება და უმოკლეს ვადაში პრობლემის მოგვარების სტატუსის შემოწმება;
  • სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება, ქალაქის ღირსშესანიშნაობების შესახებ;
  • სტუმრის დახვედრისა და გაცილების უზრუნველყოფა, სასტუმროში და მის გარეთ;

საჭირო უნარები:

  • ქართული, ინგლისური ენის ცოდნა
  • კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.