ბრენდი

აჭარა ჯგუფი

სამუშაოს დასახელება

მცხობელი

საბოლოო თარიღი
7 ნოე. 2026
მისამართი
თბილისი
გამოცდილება
1-2 წელი
განაკვეთი
სრული განაკვეთი

ვაკანსიის აღწერა

,,აჭარა ჯგუფი’’ აცხადებს ვაკანსიას მცხობელის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • შეკვეთების სრულყოფილად შესრულება, ცომეულის მოზელა, ფორმირება, გამოცხობა და პროდუქტის ხარისხის კონტროლი სტანდარტების სრული დაცვით და მინიმალური დანაკარგით;
  • ინგრედიენტების ზუსტი აწონა სასწორით და საზომი მოწყობილობებით, რეცეპტურისა და დოზირების ზუსტი დაცვით;
  • ცომეულის ტექნოლოგიური პროცესის, ტემპერატურისა და გამოცხობის დროულობის ზედამხედველობა;
  • საცხობის, მაცივრების, ღუმელების, დანადგარებისა და სამზარეულოს ინვენტარის რეგულარული წმენდა და სისუფთავის შენარჩუნება;
  • ინგრედიენტების და პროდუქციის ხარისხის, ვარგისიანობისა და სასაწყობე რაოდენობის მუდმივი შემოწმება;
  • საკვების დალაგება და ტემპერატურის, ვარგისიანობის აღმნიშვნელი სტიკერების კონტროლი;
  • სამზარეულოს ინვენტარის შემოწმება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ტექნიკური დეპარტამენტისათვის ინფორმაციის გადაცემა;
  • მონაწილეობა სამზარეულოს თანამშრომლების ტრენინგებსა და შიდა სწავლების პროგრამებში;
  • ჰიგიენის, უსაფრთხოების და უნიფორმის სტანდარტების სრული დაცვა;
  • მუშაობა გუნდის წევრებთან ერთად, საცხობის ყოველდღიური პროცესების ეფექტური მართვის მიზნით;
  • ახალი ტექნოლოგიების და სამუშაო მეთოდების შესწავლა და დანერგვის წინადადებების გატანა.

საჭირო უნარები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • დაზღვევას;
  • კვებას;
  • ტრანსპორტირებას საღამოს საათებში;
  • კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ბმულზე:

კომპანია (შპს „აჭარა ჯგუფი“; ს/კ:404676169) დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც კომპანიის მიერ, შესაძლოა, დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. კომპანიის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განაცხადის განხილვა და შრომითი ურთიერთობის დამყარება.

კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში თქვენ შესახებ ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით სხვა რელევანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით, თუ არ გსურთ თქვენ შესახებ ინფორმაციის კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში განთავსება, გთხოვთ მოგვმართოთ: recruitment@adjaragroup.com

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. თქვენი უფლებებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას.

ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით დაადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.