ბრენდი
სამუშაოს დასახელება
მცხობელი
ვაკანსიის აღწერა
რესტორანი ,,ლოლიტა’’ აცხადებს ვაკანსიას მცხობელის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭოველიძის 7 ნომერი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** პურ-პროდუქტების და სხვა შეკვეთების არსებული რეცეპტებითა და სტანდარტების მიხედვით მომზადება;
** საჭირო პროდუქტის ხარისხის და ეფექტური სასაწყობე რაოდენობის კონტროლი;
** ყველა შეკვეთის სიზუსტით და მინიმალური დანაკარგით შესრულება;
** სტანდარტების და ჯგუფის აღმასრულებელი შეფ მზარეულის მიერ დადგენილ რეცეპტების შესრულება;
** საცხობის მაცივრების, დანადგარებისა და ღუმელების სისუფთავის უზრუნველყოფა;
** სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად, სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობა;
** ჰიგიენის ნორმების დაცვა;
საჭირო უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.