ბრენდი
Holiday Inn
სამუშაოს დასახელება
მიმტანის დამხმარე
საბოლოო თარიღი
24 იან. 2025
მისამართი
თბილისი განაკვეთი
სრული განაკვეთი
ტიპი
საოფისე
ვაკანსიის აღწერა
სასტუმრო „HOLIDAY INN TBILISI“ აცხადებს ვაკანსიას მიმტანის დამხმარეს პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მიმტანის დახმარება შეკვეთის დროულად მიღებასა და სტუმრის სათანადო მომსახურეობაში;
- შეკვეთის სწორად, სწრაფად და სტანდარტების მაქსიმალური დაცვით მიწოდება;
- მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
- კოლეგების დახმარება და საჭიროების შემთხვევაში მათი ჩანაცვლება.
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- გამართული მეტყველება ქართულ ენაზე (ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
- დაზღვევას;
- კვებას;
- ტრანსპორტირებას საღამოს საათებში;
- კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
- მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.