ბრენდი

სამუშაოს დასახელება
მაშველი
ვაკანსიის აღწერა
,,შუქურა’’ აცხადებს ვაკანსიას მაშველის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ციხისძირი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- უსაფრთხოების ზედამხედველისგან მიღებული დავალებების შესრულება;
- უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ დადგენილი დარღვევების პრევენცია და აღკვეთა.
- კომპანიის ობიექტების ტერიტორიაზე საფრთხისა და რისკის შემცველი გარემოების მიმართ მყისიერი რეაგირება და ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი პირებისათვის;
- უსაფრთხოების დეპარტამენტის სტანდარტების დაცვა;
- უსაფრთხოების დადგენილი ნორმების დარღვევების გამოვლენა და პრობლემის აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი ზომების მიღება;
- სახანძრო უსაფრთხოების მუდმივი კონტროლი და რეაგირება;
- სამუშაო პროცესში შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების დადგენილი რეკომენდაციების შესრულება;
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ტრანსპორტირებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა“ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.