ბრენდი
აჭარა ჯგუფი
სამუშაოს დასახელება
ვიდეო მონიტორინგის ოფიცერი
საბოლოო თარიღი
7 თებ. 2025
მისამართი
თბილისი , ქ. თბილისი, კოსტავას 14 ენა
ქართული განაკვეთი
სრული განაკვეთი
ტიპი
საოფისე
ვაკანსიის აღწერა
„აჭარა ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის ოფიცერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას N14
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- ვიდეო მონიტორინგის განხორციელება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- მომხდარი დარღვევების დაფიქსირება;
- უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ დადგენილი დარღვევების მონიტორინგი, პრევენცია და აღკვეთა.
- კომპანიის ობიექტების ტერიტორიაზე საფრთხისა და რისკის შემცველი გარემოების მიმართ მყისიერი რეაგირება და ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი პირებისათვის, მათ შორის უსაფრთხოების ოფიცრებისთვის;
- უსაფრთხოების დადგენილი ნორმების დარღვევების გამოვლენა და პრობლემის აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი ზომების მიღება;
- სახანძრო უსაფრთხოების მუდმივი კონტროლი და რეაგირება;
- კრიზისული სიტუაციების მართვა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- გამოვლენილი დარღვევების შესახებ ანგარიშის მომზადება;
- ნებისმიერი სახის ინციდენტის დაფიქსირების შემთხვევაში სწრაფი რეაგირების უზრუნველყოფა: საპატრულო პოლიციის, სახანძრო და სამედიცინო დახმარების გამოძახება საჭიროებიდან გამომდინარე;
- უშუალო ხელმძღვანელის მოთხოვნის შესაბამისად ვიდეო ჩანაწერის გადამოწმება/ინფორმაციის მოკვლევა;
- კოლეგისთვის ცვლის გადაბარების პროცესში დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
- სამუშაო პროცესში შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების დადგენილი რეკომენდაციების შესრულება;
- საჭიროების შემთხვევაში ასრულებს სხვა თანამშრომლის მოვალეობებს მისი არყოფნის პერიოდში;
დამატებითი მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- გუნდური მოთამაშე;
- პრობლემების მყისიერი აღმოფხვრის უნარი;
- დაკვირვებულობა;
ჩვენ გთავაზობთ:
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
- ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას;
- მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.