ბრენდი

Rooms Batumi
სამუშაოს დასახელება
ელექტრიკოსი
საბოლოო თარიღი
23 მაი. 2025
მისამართი
ბათუმი განაკვეთი
სრული განაკვეთი
ვაკანსიის აღწერა
ROOMS- ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.
სასტუმრო „ROOMS BATUMI“ აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- გამართოს ელექტრო გაყვანილობები და განათების სისტემები და იზრუნოს მათ შენარჩუნებასა და საჭიროების შემთხვევაში შეკეთებაზე;
- მონიტორინგი გაუწიოს ტრანსფორმატორებს, ამომრთველების და სხვა ელექტრო კომპონენტებს;
- გადაამოწმოს ელექტრულ პრობლემები შესაბამისი სატესტო მოწყობილობების გამოყენებით;
- საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს ან შეაკეთოს ელექტრო აღჭურვილობა, ელექტროგაყვანილობა და მოწყობილობები;
- საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლებს დავალებების შესრულებაში;
- მოახდინოს დროული რეაგირება წარმოქმნილ ხარვეზებზე;
- გამოცხადდეს სამსახურში მოწესრიგებულ და სუფთა უნიფორმაში;
- შეინარჩუნოს სისუფთავე სამუშაო სივრცის მიმდებარე ტერიტორიაზე;
საჭირო უნარები:
- სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
ჩვენ გთავაზობთ:
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
- დაზღვევას;
- კვებას;
- კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
- მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.