ბრენდი

Rooms Batumi
სამუშაოს დასახელება
დემი შეფ დე პარტიე
საბოლოო თარიღი
6 ივლ. 2025
ხელფასი
[object Object]
მისამართი
ბათუმი , გოგებაშვილის 10 ენა
ქართული გამოცდილება
2-3 წელი განაკვეთი
სრული განაკვეთი
ვაკანსიის აღწერა
ROOMS- ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.
სასტუმრო „ROOMS BATUMI“ აცხადებს ვაკანსიას დემი შეფ დე პარტიეს პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- შეფ მზარეულის დავალებების შესრულება;
- შეკვეთის შესრულება, რეცეპტების შესაბამისად;
- ახალი რეცეპტების შექმნაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
- კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება;
- ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
- სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად;
- სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი;
- მარაგების შეკვეთის აღწერა და განხორციელება;
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
- დაზღვევას;
- კვებას;
- ტრანსპორტირება საღამოს საათებში;
- კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
- მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.