ბრენდი

Holiday Inn

სამუშაოს დასახელება

გამაჯანსაღებელი ცენტრის რეგისტრატორი

საბოლოო თარიღი
13 დეკ. 2026
მისამართი
თბილისი , პეკინის 1
ენა
ქართული (C1) | English (C1)
გამოცდილება
გამოცდილების გარეშე

ვაკანსიის აღწერა

სასტუმრო „HOLIDAY INN TBILISI“ აცხადებს გამაჯანსაღებელი ცენტრის რეგისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • თავაზიანად მოემსახუროს გამაჯანსაღებელი ცენტრის ყველა სტუმარს, უპასუხოს სატელეფონო ზარებს და დაიცვას სისუფთავე, როგორც საცურაო აუზის გარშემო, ასევე გამაჯანსაღებელი ცენტრის მიმღების მიმდებარე ტერიტორიაზე;
  • შეიყვანოს კომპიუტერში ყველა საჭირო მონაცემი;
  • იქონიოს ამომწურავი ინფორმაცია გამაჯანსაღებელი ცენტრის მიერ შეთავაზებულ ყველა სერვისზე და საჭიროებისამებრ გაუწიოს კონსულტაცია ცენტრის სტუმრებს გაყიდვების გაუმჯობესების მიზნით;
  • კეთილსინდისიერად და დაკვირვებულად აწარმოოს ნაღდი ფულის მიღება-გაცემა და ასევე გადაამოწმოს საკრედიტო ბარათების ტრანზაქციები.
  • არ დატოვოს უყურადღებოდ სტუმრის მხრიდან გამოთქმული უკმაყოფილება და მიაწოდოს ინფორმაცია ყველა მნიშვნელოვან საკითხზე დეპარტამენტის ზედამხედველს, რათა მოხდეს დროული რეაგირება;
  • გაუფრთხილდეს გამაჯანსაღებელი ცენტრის ტერიტორიაზე არსებულ ინვეტარს და ტექნიკას;
  • აწარმოოს გამაჯანსაღებელი ცენტრის წევრების აღრიცხვა;
  • აკონტროლოს ტრენაჟორების დარბაზისა და გამოსაცვლელი ოთახის გასაღებების გაცემა-დაბრუნება და ყოველი დღის ბოლოს გასაღებების აღწერა;
  • მუდმივად იქონიოს კომუნიკაცია გამაჯანსაღებელი ცენტრის სხვა თანამშრომლებთან და მოახდინოს ყველა სიახლის და მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეტანა სამუშაო წიგნში;

საჭირო უნარები:

  • სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
  • აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;

ჩვენ გთავაზობთ:

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • დაზღვევას;
  • კვებას;
  • კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
  • დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ბმულზე:

კომპანია (შპს „აჭარა ჯგუფი“; ს/კ:404676169) დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც კომპანიის მიერ, შესაძლოა, დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. კომპანიის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განაცხადის განხილვა და შრომითი ურთიერთობის დამყარება.

კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში თქვენ შესახებ ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით სხვა რელევანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით, თუ არ გსურთ თქვენ შესახებ ინფორმაციის კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში განთავსება, გთხოვთ მოგვმართოთ: recruitment@adjaragroup.com

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. თქვენი უფლებებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას.

ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.