ბრენდი

Rooms Kazbegi

სამუშაოს დასახელება

ბელბოი

საბოლოო თარიღი
25 მაი. 2025
მისამართი
ყაზბეგი , ვახტანგ გორგასლის 1
ენა
ქართული | English
განაკვეთი
სრული განაკვეთი

ვაკანსიის აღწერა

ROOMS- ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.

სასტუმრო “ROOMS Kazbegi” აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე.

მოვალეობები:

  • სტუმრებისთვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა, ობიექტზე პოზიტიური გარემოს შექმნა და შენარჩუნება
  • სტუმრის კუთვნილ ოთახამდე მიცილება, ბარგის ატანაში დახმარება
  • სტუმრის ბარგის, საჭიროების მიხედვით, დაბინავება და მოფრთხილება
  • სტუმრის ინფორმირება სასტუმროს სერვისების შესახებ
  • სისუფთავის შენარჩუნება ფოიესა და ბარგის ოთახში

საჭირო უნარები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • დაზღვევას;
  • კვებას;
  • საცხოვრებელს;
  • ტრანსპორტირებას საღამოს საათებში;
  • კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.