ბრენდი

Café Stamba

სამუშაოს დასახელება

ბარისტა

საბოლოო თარიღი
4 აპრ. 2026
მისამართი
თბილისი , კოსტავას 14
ენა
ქართული (C1) | English (C1)
გამოცდილება
1 წელზე ნაკლები

ვაკანსიის აღწერა

„Café Stamba’’ აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას N14

სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

  • დარწმუნდეს, რომ ბარი გაწყობილია სტუმრების მისაღებად და ყველა საჭირო ინვენტარი ადგილზეა;
  • ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას ბარის მენიუს შესახებ;
  • უზრუნველყოს სტუმრების გამასპინძლება სტანდარტების შესაბამისად;
  • დააზუსტოს ინფორმაცია სტუმრის შესაძლო ალერგიებთან დაკავშირებით და მიაწოდოს მას ამომწურავი ინფორმაცია კერძის/სასმლის ინგრედიენტების შესახებ;
  • იზრუნოს შეკვეთის დროულ მიწოდებაზე სტუმართან, სტანდარტების ზედმიწევნით დაცვით;
  • მუდმივ წესრიგში შეინარჩუნოს, როგორც სტუმრების, ასევე თანამშრომლების ტერიტორია;
  • შეამოწმოს მაცივრისა და საყინულეს ტემპერატურა და დარწმუნდეს რომ ყველა ინვენტარი მწყობრშია;
  • შეუკვეთოს და მიიღოს საჭირო პროდუქციის მარაგი;
  • საჭიროების შემთხვევაში, სტუმარს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია ყავის ან რომელიმე სხვა სასმელის დამზადების ტექნოლოგიის შესახებ;
  • უზრუნველყოს ყველა შეკვეთის ასახვა სისტემურად და დარწმუნდეს, რომ ანგარიშები გადახდილია ნაღდი ფულით, ბარათით, ან დარიცხულია სტუმრის ანგარიშზე, ხოლო ჩეკზე დაფიქსირებულია მისი ხელმოწერა;
  • გაწეული მომსახურების შემდეგ შეეკითხოს სტუმარს შეფასება და გაუზიაროს მიღებული ინფორმაცია უშუალო ხელმძღვანელს;
  • გადაამზადოს ახალი თანამშრომლები, ასწავლოს გაყიდვების უნარ-ჩვევები, სტუმრებთან კომუნიკაციას ხარისხიანი სერვისის შესანარჩუნებლად.

დამატებითი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.


ჩვენ გთავაზობთ:

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • დაზღვევას;
  • კვებას;
  • ტრანსპორტირებას საღამოს საათებში;
  • კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ბმულზე:

კომპანია (შპს „აჭარა ჯგუფი“; ს/კ:404676169) დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც კომპანიის მიერ, შესაძლოა, დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. კომპანიის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განაცხადის განხილვა და შრომითი ურთიერთობის დამყარება.

კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში თქვენ შესახებ ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით სხვა რელევანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით, თუ არ გსურთ თქვენ შესახებ ინფორმაციის კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში განთავსება, გთხოვთ მოგვმართოთ: recruitment@adjaragroup.com

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. თქვენი უფლებებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას.

ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.