ბრენდი

სამუშაოს დასახელება
ავტოსადგომის თანამშრომელი
ვაკანსიის აღწერა
სასტუმრო „HOLIDAY INN TBILISI“ აცხადებს ვაკანსიას ავტოსადგომის თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- შემოსული და გასული მანქანების მონიტორინგი;
- ავტოსადგომზე არსებული მანქანებისა თუ თავისუფალი ადგილების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის ფლობა;
- ავტომობილების აღრიცხვის მიზნით, ბაზაში ყველა საჭირო ინფორმაციის ასახვა;
- სტუმრების დახმარება პარკინგის საფასურის გადახდაში;
- სასტუმროში მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის ფლობა;
- უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მითითებების შესრულება;
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ბმულზე:
კომპანია (შპს „აჭარა ჯგუფი“; ს/კ:404676169) დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობისდაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც კომპანიის მიერ, შესაძლოა, დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. კომპანიის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განაცხადის განხილვა და შრომითი ურთიერთობის დამყარება.
კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში თქვენ შესახებ ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით სხვა რელევანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით, თუ არ გსურთ თქვენ შესახებ ინფორმაციის კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში განთავსება, გთხოვთ მოგვმართოთ: recruitment@adjaragroup.com
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. თქვენი უფლებებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას.
ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით დაადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.